კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა 13 და 14 ივლისს, წარმატებით დაიცვეს თავიანთი სამაგისტრო ნაშრომები.
სტუდენტთა კვლევები ფოკუსირებული იყო ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე - იშვიათი დაავადებების რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობიდან, კერძო ჯანმრთელობის დაზღვევისა და ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსების მოდელებამდე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და ხარისხის მართვის სისტემურ გამოწვევებამდე.
დაცვები გაიმართა აკადემიური ხელმძღვანელების: პროფესორების თენგიზ ვერულავას, თემურ ბარკალაიასა და სოფიო ხაჟომიას ხელმძღვანელობით.
სტუდენტებმა შემდეგი თემები წარმოადგინეს:
- ხატია სილაქაძე - იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება საქართველოში;
- მაგდა ცნობილაძე - კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის სტიმულები დაავადებათა პრევენციის მიმართ - შესაძლებლობები და ბარიერები;
- ლიზი ჯიოშვილი - სამედიცინო ტურიზმის განვითარების პოტენციალი და სტრატეგიული მენეჯმენტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სექტორში;
- თამუნა გიგოლაშვილი - ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსების მოდელები საქართველოში: სახელმწიფო პროგრამებისა და კერძო დაზღვევის შედარებითი ანალიზი;
- ანა ჯაიანი - დიალიზის პროგრამის მართვა და განვითარება სამეგრელოს რეგიონში;
- ლიზი ცეცხლაძე - ბენეფიციარების პირველადი მომსახურება ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით;
- ანა კომახიძე - მენეჯმენტის როლი ლაბორატორიულ პროცესებში, შეცდომების შემცირება და პაციენტის უსაფრთხოება;
- ბარბარე გიგინეიშვილი - სამედიცინო ასისტანს-სერვისების როლი და განვითარების პერსპექტივები ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე;
- მერაბი შარვაძე - ადამიანური რესურსების მიგრაცია ჯანდაცვის სექტორში - გლობალური კონტექსტი და საქართველო;
- სალომე მახარაშვილი - სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობა და ხარისხის მართვის სისტემური გამოწვევები კარდიოლოგიურ კლინიკაში.
წარმოდგენილი ნაშრომები აერთიანებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ანალიზს და მნიშვნელოვანი მიმართულებებით ეხმიანებოდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამედროვე მენეჯმენტის გამოწვევებს.
კომისიის წევრები იყვნენ პროფესორები: თემურ ბარკალაია; სოფიო ხაჟომია; ლაშა კილაძე; თენგიზ ვერულავა; მედეა ზურაბიშვილი; ეკატერინე გლოველი; ცირა ჩახაია; ნინო ქაჯაია.
