როგორ დაიწყო კარიერა უნივერსიტეტიდანვე? – Sales MBA პროგრამის პრეზენტაცია

23 თებერვალი 2026

კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა Sales MBA პროგრამის პრეზენტაცია თემაზე – „როგორ დაიწყო კარიერა უნივერსიტეტიდანვე?“.

 

 შეხვედრაზე კურსდამთავრებულმა ნინი კვესაძემ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი პროფესიული კარიერის დაწყება უნივერსიტეტის დასრულებამდე და რეალური სამუშაო გამოცდილების მიღება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში – გაყიდვებში.

 

პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდილებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე მოკლე დროში, გაეცნენ 3 თვიანი სრულად დაფინანსებული Sales MBA პროგრამის ფორმატს, რომელიც აერთიანებს სწავლასა და დასაქმებას, ასევე გაიგეს, რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან კანდიდატად ჩამოყალიბებისთვის.