როგორ ავაწყოთ ცხოვრება და კარიერა

27 თებერვალი 2026

კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „როგორ ავაწყოთ ცხოვრება და კარიერა“.

 

შეხვედრას გაუძღვნენ ლანა ლაგვილავა - L&D სწავლებისა და განვითარების სპეციალისტი და თამუნა შუშანაშვილი - უნგრული ფარმაცევტული კომპანია ეგისის პროდუქციის განვითარების მენეჯერი.

 

შეხვედრაზე განხილული იყო, თუ როგორ ვქმნით შედეგებს ყოველდღიურად, როგორ ავაწყოთ რეალური სისტემა სწავლისა და ცხოვრებისათვის, როგორ მოქმედებს ემოცია, გამოცდილება და მეხსიერება ჩვენს არჩევანზე და არის თუ არა კარიერა სწორი გზა?

 

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.