საფრანგეთში, Rennes School of Business-ში, გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3-წლიანი პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია.
სტუდენტებმა პროგრამის მესამე წელი პარტნიორ უნივერსიტეტში გაატარეს და სწავლა წარმატებით დაასრულეს.
ერთობლივი პროგრამა სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს და მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნის მათთვის კარიერული განვითარების მიმართულებით, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა უკვე ოთხ წელზე მეტია ფუნქციონირებს. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც კავკასიის უნივერსიტეტისთვის, ისე ბიზნესის სკოლისთვის და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის მიმართულებით.
