ჟან მონეს მოდულის "EU-LP-GE" 2022-2023 სასწავლო წლის შესრულების ანგარიში

8 სექტემბერი 2023

 

 

 

ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის „EU-LP-GE”

შესრულების პირველი წლის ანგარიშის პრეზენტაცია

 

 

8 სექტემბერს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, მმართველი საბჭოს სხდომაზე, მოსმენილ იქნა ჟან მონეს მოდულის შესრულების ერთი წლის ანგარიში. პრეზენტაცია 2022-2023 სასწავლო წლის საქმიანობასთან დაკავშირებით წარადგინეს პროფესორებმა ეკატერინე ქარდავამ და გურანდა ჭელიძემ.

 

მოდულის ამოცანებია:

 

  • სამართლის პროგრამების გაძლიერება და ახალი მიდგომების დამკვიდრება ევროპული სწავლებისა და კვლევების სივრცეში;
  • ევროკავშირის სათანადო აღქმისა და შემეცნების გაძლიერება;
  • ევროპული სწავლების ახალი მეთოდის განვითარება;
  • აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა - საკუთარი კურიკულუმები განავითარონ შედარებითი სწავლების მიმართულებით;
  • კვლევითი უნარების განვითარება ევროკავშირის სამართლისა და აპროქსიმაციის მიმართულებით (სტუდენტებისა და აკადემიისთვის);
  • უნივერსიტეტის მესამე მისიის შესრულება - ცოდნის ექსპორტირება;
  • ევროკავშირისა და ევროპული სწავლების ვიზუალიზაცია;
  • საინფორმაციო პოლიტიკა და გაშუქება.

 

მმართველი საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა სკოლის დეკანები, ადმინისტრაციული სამსახურების უფროსები და სხვ.

 

ერთი წლის განმავლობაში მოდულის ფარგლებში:

 

  • განხორციელდა მოდულის საჯარო პრეზენტაცია ერასმუს+ დღეებში. 2022 წ.
  • შედგა შეხვედრა უნივერსიტეტისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, პროფესორ-მასწავლებლებთან (ახსნილ იქნა რა და რატომ უნდა გაკეთდეს მოდულის ფარგლებში). 2022 წ.
  • ჩატარდა ლექციები (სრული კურსი) სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში - „ასოცირების შეთანხმება, კანონშემოქმედება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“. (ეკატერინე ეკატერინე). 2023 წ.
  • ჩატარდა ტრენინგები (მინი-ლექციები) სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის - „ევროკავშირი ზოგადად და ევროპული ინტეგრაცია“ (გურანდა ჭელიძე); 2023 წ.
  • მომზადდა სილაბუსებში დამატებების ტექსტი (შრომის სამართალი, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი) და წარსდგა შესათანხმებლად. 2022 წ.
  • დამზადდა მოდულის ლოგო და ბანერი. 2022 წ.
  • განხორციელდა (მუდმივად ხორციელდება) საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ინფორმაციული გაშუქება.
  • მომზადდა კითხვარი სტუდენტებისთვის (სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების) და გაანალიზდა პასუხების შედეგები ჩატარებულ ლექციებსა და ტრენინგებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა სტუდენტების მხრიდან შემდეგი მოსაზრება: სურთ სხვა საგნებშიც იყოს მეტი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მიმართულებით; მოისმინეს ახალი და სასარგებლო ინფორმაცია (ისეთი, რაც, ზოგადად, არ ვრცელდება და არ ჟღერდება); გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას პროფესიულ/პრაქტიკულ საქმიანობაში.

 

ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (EU-LP-GE) ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტში/კავკასიის სამართლის სკოლაში. მოდული მხარდაჭერილია ევროკომისიის მიერ. მოდულის პროფესორებია ქ-ნი ეკატერინე ქარდავა და ქ-ნი გურანდა ჭელიძე. მოდულის კოორდინატორია ქ-ნი ეკატერინე ქარდავა.

 

წლიური ანგარიში