არაფორმალური შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

11 ნოემბერი 2025

11 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტრადიციულად CU-ის პრეზიდენტის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებთან.

 

შეხვედრაზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან იდეების, მოსაზრებების, პრობლემების და სხვა საკითხების გაზიარება იყო შესაძლებელი.

 

მსგავსი აქტივობა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აპრობირებული მეთოდია.