საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან

28 თებერვალი 2020

28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის და მშობლებისთვის, უკვე მეექვსედ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე აუდიტორიამ მიიღო ზოგადი ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

შეხვედრის ბოლოს, ტრადიციულად, აბიტურიენტებს სკოლების დეკანები და პროგრამის დირექტორები გაესაუბრნენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა მიმართულების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს  კავკასიის უნივერსიტეტის კამპუს ტური ჩაუტარდათ.

 

საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის მომდევნო თვეშიც გაიმართება.