კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა CU-ის სტუდენტებისთვის, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.
შეხვედრა გაიმართა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ მეწარმეობა, აქვთ სტარტაპ იდეა და ეძებენ გუნდის წევრებს, ვისთან ერთადაც განახორციელებენ არსებულ იდეას. ასევე, სურთ მიიღონ გამოცდილი მენტორების რჩევები, დაესწრონ ტრენინგებსა და ვორკშოპებს და მიიღონ დაფინანსება პროდუქტის პროტოტიპის თუ სტარტაპის შესაქმნელად.
ღონისძიების განმავლობაში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორმა - გიორგი ბურდულმა და მენეჯერმა - ირაკლი სვანიძემ დეტალურად განიხილეს ცენტრის საქმიანობა და სამომავლო მიზნები. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი ხელს უწყობს სტარტაპერებს (სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს) იდეიდან პროდუქტის პროტოტიპამდე, ოპტიმალურ სტარტაპამდე და პირველ მომხმარებლამდე სწრაფად და ეფექტიანად განვითარებაში.