საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებისთვის ოზურგეთის ტექნოპარკში

15 დეკემბერი 2022

15 დეკემბერს, გურიაში, ოზურგეთის ტექნოპარკში, საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის გაიმართა.

 

ოზურგეთის მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების, იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა ელენე ჯღარკავამ ჩაატარა.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.