საინფორმაციო შეხვედრები გაცვლითი პროგრამების (Erasmus+/ Bilateral Exchange) მიმდინარე კონკურსების შესახებ

3 აპრილი 2024

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა გაცვლითი პროგრამების (Erasmus+/ Bilateral Exchange) მიმდინარე კონკურსების შესახებ.

 

შეხვედრების ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და გაეგოთ მეტი პროგრამული თუ ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ, რაც საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამებს უკავშირდება.

 

სტუდენტებმა მიიღეს რეკომენდაციები გაცვლითი პროგრამის განაცხადის წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.

 

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ტრადიციულად, ყოველ წელს ატარებს შეხვედრებს სტუდენტებისთვის, რათა მათში ამაღლდეს ცნობიერება იმ საერთაშორისო პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ.