საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბავშვის უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებაში - გამოწვევები და პერსპექტივები“

27 ნოემბერი 2026

20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, გაიმართა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბავშვის უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებაში - გამოწვევები და პერსპექტივები“.

 

კონფერენცია გახსნა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში - იზაბელა კასტროჯოვანიმ. კონფერენციას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს და ესწრებოდნენ ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - მელინე არაკელიანი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში - ჯოზეფ კაფერტი. კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს და ესწრებოდნენ ამსტერდამის რაიონული სასამართლოს არასრულწლოვნების საქმეთა უფროსი მოსამართლე - რეინ ოდინკი და ლაიდენის უნივერსიტეტის UNICEF-ის ბავშვთა უფლებების კათედრის  ხელმძღვანელი, ლაიდენის სამართლის სკოლის ბავშვთა სამართლისა და ჯანმრთელობის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, დოქტორი ტონ ლიფაარდი. 

 

კონფერენციამ მულტიდისციპლინური შინაარსის მოხსნებები გააერთიანა და შეეხებოდა ბავშვის უფლებების დაცვის საკითხს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემაში, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსეპერტემა ისაუბრეს ბავშვთა წვდომის შესახებ მართლმსაჯულებაზე, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის ძირითად ელემენტებზე, მართლმსაჯულების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე, ბავშთა უფლებებზე დაფუძნებულ პრევენციასა და რეაგირებაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი, დაზარალებული და მოწმე ბავშვების უფლებებზე სისხლის სამართლის პროცესში, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში, ბავშვის უფლებების დაცვის თანამედროვე გამოწვევებზე ციფრულ სამყაროში, ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დასესებულებებში, ბავშვის უფლებების ინტეგრირების მნიშვნელობაზე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში და სხვ. გამართული დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.

 

კონფერენციაზე, ქართველ პროფესიონალებთან ერთად, საინტერესო მოხსენებები წარადგინეს: გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრმა, Defence for Children International – DCI) ბელგიის სექციის დირექტორმა - ბენუა კირსბლიკმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა დაცვის სპეციალისტმა  -  ინა ვერზივოლიმ,  შვეიცარიის არასრულწლოვანთა ყოფილმა მოსამართლემ და პროკურორმა, მედიატორმა, საერთაშორისო კონსულტანტმა, არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMJF) გამგეობის წევრმა - ურსინა ვაიდკუნმა, აშშ-ს არკანზასის შტატის საზოგადოებრივი დამცველის მოადგილემ, მკვლელობასთან დაკავშირებულ დანაშაულთა ზედამხედველმა ადვოკატმა - შერივ ბარნარდმა, ავსტრიის არასრულწლოვანთა მოსამართლემ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ - რენატე ვინტერმა, როტერდამის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, არასრულწლოვანთა მოსამართლემ, ნიდერლანდების ავანსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ლექტორმა, აღდგენითი მართლმსაჯულების ექსპერტმა - ანემიკე ვოლთისმა, უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, უკრაინის ადვოკატურის და მოსამართლეთა უმაღლესი სკოლის ლექტორმა, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა - პავლო პარხომენკომ,  და სხვებმა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, უახლოეს მომავალში, გამოიცემა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებების კრებული, რომელიც უფასოდ გავრცელდება იურიდიულ წრეებში.