კავკასიის უნივერსიტეტში, პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით, საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს.
4 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით, საგანმანათლებლო გამოფენა მოეწყო. უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის წარედგინათ საკუთარი უმაღლესი სასწავლებლები და პროგრამები.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო გამოფენა იყო საკმაოდ ინტერაქციული, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ასამდე სტუდენტმა, ასევე დაინტერესებულმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.
კავკასიის უნივერსიტეტი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მასპინძლობს 40-ზე მეტ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ევროპის 30-მდე პარტნიორი უნივერსიტეტიდან.
