საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“ კავკასიის უნივერსიტეტში

16 აპრილი 2021

16 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“ გაიმართა. კონფერენცია თანამედროვე საკომუნიკაციო მიმართულებას და კიბერუსაფრთხოების შესახებ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კიბერუსაფრთხოების ქართველმა ექსპერტებმა და კიბერუსაფრთხოების და ტელეკომუნიკაციის უკრაინელმა ექსპერტებმა.

 
მომხსენებლები და თემები:

- მაქსიმ იავიჩი, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი. თემა: 5G ფიჭური ქსელების უსაფრთხოება.

 
- ვლადიმერ სვანაძე, ინტერნეტის განვითარების ინიციატივა IDI, თავმჯდომარე, საქართველოს ტექნოლოგიური ინოვაციების აკადემიის, დირექტორი. თემა: განათლება კიბერუსაფრთხოების დარგში. 


- სერგეი გნატიუკი, პროფესორი, კიბერუსაფრთხოების, კომპიუტერული და პროგრამული ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კიევის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტი. თემა: კვატური გასაღების განაწილება 5G ფიჭურ ქსელებში და მათი უსაფრთხოება.


- რომან ოდარჩენკო, პროფესორი, კიევის საავიაციო უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციების და რადიოელექტრონიკის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო მრჩეველი NAU კიბერ უსაფრთხოების R&D ლაბორატორიაში. თემა: 5G PPP პროექტებს შორის კავშირი: გზა წარსულიდან და მომავლისკენ.

- გიორგი ახალაია - კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ლექტორი. თემა: 5G ფიჭური ქსელების გაუმჯობესებული არქიტექტურა.

 
კონფერენციაში მონაწილე ყველა ნაშრომი გამოქვეყნდება სამეცნიერო - პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოების ჟურნალში SPCSJ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან კავკასიის უნივერსიტეტი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია და საქართველოს ტექნოლოგიური ინოვაციების აკადემია. ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, CARYS-19-121 გრანტის ფარგლებში  ჩატარდა.