კახა შენგელია IAUP-ისა და AUAP-ის ერთობლივ კონფერენციაზე ჩინეთში

24 მაისი 2019

23- 25 მაისს, ჩინეთში, ჟენჯოუში, IAUP-ისა და AUAP-ის ერთობლივ კონფერენციაზე, კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია სიტყვით გამოვიდა.

 

კონფერენცია ტარდება სიას უნივერსიტეტის 20 წლის იუბილეს ფარგლებში, თემაზე: „უმაღლესი განათლების მომავალი მოდელი და ხელოვნული ინტელექტი, შესაძლებლობები და გამოწვევები“.

 

ჩინეთში ასევე იმართება IAUP-ის მმართველი საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრები, რომლის ფარგლებში IAUP-ის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და გენერალურმა მდივანმა, ჯერალდ რეიზინგერმა წარმოადგინეს ანგარიშები და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.