კახა შენგელიას ვიზიტი კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტში

4 ივნისი 2019

3-7 ივნისს, კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი (University of Economics in Katowice), კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, კახა შენგელიას Erasmus+ ის კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში მასპინლობს.

 

კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთოერთობების დეპარტამენტთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ასევე მასპინძლობს სლავომირ სმიჩეკი, ვიცე-რექტორი განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. მობილობის ფარგლებში, კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ერაზმუს+ ის პროგრამით მიმდინარე სემესტრში მყოფ უცხოელ გაცვლითი პროგრამის სტუდენტებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კახა შენგელიას სალექციო კურსს შემდეგ თემაზე: The Great Silk Road/ The History of Georgia.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტსა და კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის უკვე მრავალი წელია ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროექტი წარმატებით ხორციელდება. 

 

არსებული თანაშრომლობის ფარგლებში ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ პრაქტიკა სწავლებისა და სამუშაო კუთხით.