GITA-ს კახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამა დემო დღით დასრულდა, სადაც მონაწილეებმა ოთხკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად განვითარებული სტარტაპ იდეები წარადგინეს.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით, იმუშავეს გამოცდილ მენტორებთან, განავითარეს ბიზნეს მოდელები და მოემზადნენ საკუთარი იდეების რეალურ ბაზარზე გასატანად. დემო დღე კი იყო შესაძლებლობა, გუნდებს ჟიურისთვის წარედგინათ პროგრამის განმავლობაში განვითარებული იდეები და ეჩვენებინათ მათ მიერ მიღწეული პროგრესი.
დემო დღის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - AgroDiary, ხოლო IT Academy Step -მა სპეციალური პრიზი დააწესა და თავისი რჩეული გუნდი - Sadgo სასწავლო ვაუჩერებით დააჯილდოვა.
კახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა განახორციელა.
