კავკასიის უნივერსიტეტი „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026“-ის გამარჯვებულია

25 ნოემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia)  „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026“-ის გამარჯვებულია მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში, ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ (SDG 4).

 

ჯილდო კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ს გადაეცა.

 

პროგრამა ხელს უწყობს სამეწარმეო განათლების განვითარებას, ინოვაციური იდეების პრაქტიკულ განხორციელებას და სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეწარმეებს საკუთარი სტარტაპების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

 

ეს გამარჯვება კავკასიის უნივერსიტეტისთვის ხარისხიანი განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მიდგომას პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების მიმართ, სადაც ცოდნა ახალი იდეების, ინიციატივებისა და შესაძლებლობების საფუძველია.