კავკასიის უნივერსიტეტში ჭადრაკის ჩემპიონატი - „CU CUP 2026“ ჩატარდა.
საჭადრაკო ტურნირზე მონაწილეობა CU-ის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის ჭადრაკის კლუბის წევრებმა მიიღეს.
ჩემპიონატს უძღვებოდა საერთაშორისო არბიტრი - სოფიო ნიკოლაძე.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- I ადგილი - დავით გოცირიძე (CSG)
- II ადგილი - ზუკა გამრეკელაშვილი (CST)
- III ადგილი - გუგა გაბაძე (CSB)
პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გარდამავალი თასი, ხოლო სამივე გამარჯვებულს CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები, ჩემპიონატის სპონსორების - გამომცემლობა ინტელექტის და წიგნების მაღაზია ბიბლუსის საჩუქრები გადაეცათ.
CU მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation.
ჩემპიონატის სპონსორი იყო Coca-Cola Bottlers Georgia, გამომცემლობა „ინტელექტი“ და წიგნების მაღაზია ბიბლუსი,
კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, სპონსორსა და მხარდამჭერს ჩართულობისთვის.
