ქუთაისის 32-ე და გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი CU-ში

1 მარტი 2024

29 თებერვალს, CU კამპუსს, ავთანდილ დეკანოიძის ქ. ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე სამოქალაქო განათლების კლუბების ლიდერი პედაგოგი - ელისო მაწკეპლაძე ესტუმრნენ.

 

მონაწილეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

მონაწილეები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

შეხვედრის დასასრულს ტრადიციულად მოსწავლეებს კამპუს ტური ჩაუტარდათ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.