Erasmus+ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (Jean Monnet Chair 101175522 - EU-PPS), 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყო კათედრით გათვალისწინებული სალექციო კურსების სწავლება:
- ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:
- ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით (პროფ. გ. ჭელიძე) - ორშაბათი 20:00, 15 სტუდენტი;
- ევროკავშირის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (პროფ. გ. ჭელიძე)- ორშაბათი, 18:00, 21 სტუდენტი;
- ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე
- ევროპის ახალი და უახლესი ისტორია, (პროფ. გ. ჭელიძე) - სამშაბათი, 18:00, 18 სტუდენტი;
სალექციო კურსებზე სულ რეგისტრირებულია 54 სტუდენტი. თითოეულ სასწავლო კურსზე სასწავლო პროცესი მოიცავს 30 საათს.
სწავლება სალექციო კურსებზე მიმდინარეობს კათედრის ფარგლებში მომზადებული და დამტკიცებული სილაბუსების მიხედვით.
