ლევან დარბაიძისა და ეკა არეშიძის პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა

7 ივლისი 2025

30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - ლევან დარბაიძე და ექსპერტი, მოსამართლე - ეკა არეშიძე, პროექტ - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების“ ფარგლებში, შვეიცარიაში იმყოფებოდნენ, პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გაიმარჯვა.

 

შეფასება განხორციელდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC).

 

კავკასიის უნივერსიტეტის პროექტი 500-მდე საპროექტო განაცხადს შორის ერთ-ერთი გამარჯვებულ პროექტად დასახელდა. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, პირველად საქართველოში, იქმნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები, რომელიც,  საგანმანათლებლო და პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს და ბავშვის უფლებებით დაინტერესებულ ნებისმიერ სხვა პირებს. 

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ქალაქ ბაზელის არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ პროკურატურაში, არასრულწლოვანთა მთავარ პროკურორთან - სარა-ჯო რაესთან, ასევე, ქალაქ ფრიბურგში, მთავარ მედიატორთან -  ჯერარდ დემიერთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს  შვეიცარიელმა პროკურორებმა, მედიატორებმა, სოციალურმა მუშაკებმა და დარგის სპეციალისტებმა. 

 

დისკუსიის მსვლელობისას მონაწილე პირებმა პროექტის განმახორციელებლებს მიაწოდეს თავიანთი რეკომენდაციები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებთან დაკავშირებით.