გივი ლობჟანიძის წიგნის ,,ნიკო ნიკოლაძე სამართლებრივი პარადიგმები,, პრეზენტაცია

12 დეკემბერი 2023

11 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გივი ლობჟანიძის წიგნის ,,ნიკო ნიკოლაძე სამართლებრივი პარადიგმები,, პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიება გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

 

პრეზენტაციაზე ავტორმა განიხილა ისეთ თემები, როგორებიცაა: ნიკო ნიკოლაძის მსოფლმხედველობა, მეთოდოლოგია, ფილოსოფია და რელიგია; ნიკო ნიკოლაძე და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საკითხები; გენდერული თანასწორობის სამართლებრივი ასპექტი; ნიკო ნიკოლაძე და ეგრეთწოდებული «ფოთის საქმის» პროცესუალურ სამართლებრივი ხედვა; ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე და მე-19 საუკუნე.

 

ბატონი გივი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების ექსპერტი და მკვლევარი. უნდა აღინიშნოს, რომ გივი ლობჟანიძე არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის ,,ცხოვრება და კანონის,, მთავარი რედაქტორი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, სადაც მინიჭებული აქვს ,,ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია,,. არის ოცზე მეტი წიგნისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.  

 

გივი ლობჟანიძე ასევე არის პოლიციის გენერალ-მაიორი.  მიღებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკის წოდება. არის ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენის კავალერი.