17 დეკემბერს, პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის და სამაგიდო თამაშების კლუბის „C&D“ ორგანიზებით, გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის „მაფიის ღამე“.
ტურნირი გახსნა სამაგიდო თამაშების კლუბის ხელმძღვანელმა გივი მაჭავარიანმა.
ჩატარდა 11 თამაში, რომელთა წამყვანები იყვნენ “Board Games Corner”-ის, „უბანზე გეიმინგ“-ის და სამაგიდო თამაშების კლუბის წარმომადგენლები.
თითოეულ თამაშში სტუდენტებმა გამოავლინეს საუკეთესო მოთამაშე (MVP), რომლებიც ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდნენ.
ფინალში გამოვლინდა სამი საუკეთესო მოთამაშე:
- 1 ადგილი- გიორგი მარანელი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST);
- მე-2 ადგილი- მარიამ რამიშვილი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB);
- მე-3 ადგილი- ირაკლი სიხარულიძე, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB);
ტურნირის სპონსორები იყვნენ: Board Games Corner”და „უბანზე გეიმინგ“.
თითოეულ გამარჯვებულ მოთამაშეს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცა ბრენდირებული საჩუქრები, „უბანზე გეიმინგ“-სგან კი 12 კაციანი „მაფიის“ ვაუჩერი, პირველ ადგილოსანს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცა „მაფიის ღამის“ ჯილდო, ხოლო “Board Games Corner”-სგან- 100 ლარიანი ვაუჩერი.
