მარია ღლონტი - Agile Mentor ქართული პლატფორმა

2 ივნისი 2023

1 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა  მარია ღლონტთან, მარია ღლონტი წარმოადგენს Agile Mentor - ქართულ პლატფორმას. 

 

მენტორმა  ჩაატარა ღია სესია, სადაც ისაუბრა Agile მიდგომის თავისებურებებზე  და Agile პროფესიებზე.

 

Agile Mentor შეიქმნა ციფრული პროდუქტის შექმნა-განვითარებაში მონაწილე ადამიანებისთვის, ლიდერებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის, ბიზნეს ანალიტიკოსებისთვისა და Agile-მართვით დაინტერესებული კომპანიის ნებისმიერი წევრისთვის.

 

Agile Mentor-ის შეთავაზებები :

 

  • მართავ ან მონაწილეობ კომპლექსური ციფრული/არაციფრული პროდუქტისა თუ პროექტის მართვაში;
  • გაქვს ლიდერის როლი ორგანიზაციაში და გსურს ეფექტიანი Scrum-გუნდების შექმნა;
  • გაქვს სურვილი, შენი ცოდნა აღიაროს საერთაშორისო სერტიფიკატმა;
  • გეგმავ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს კომპანიაშიAgile-მიდგომის შესაბამისად;
  • ეძებ სასურველ კადრებს, რომლებიც სამუშაო პროცესების უფრო მოქნილად წარმართვაში დაგეხმარებიან.

 

შეხვედრაზე ჩატარდა პრაქტიკული აქტივობები.