ჟან მონეს მოდულის პროექტის - მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში (EUMLGE) ფარგლებში, 2025 წლის მაისიდან ივლისამდე შეხვედრები გაიმართა სკოლის პედაგოგებთან ქუთაისის მე-2 და 31-ე საჯარო სკოლებში, ქუთაისის კერძო სკოლაში „პროგრესი“, რუსთავის მე-7, მე-16 და მე-18 საჯარო სკოლებში, თბილისის მე-10 და 160-ე საჯარო სკოლებში, თბილისის კერძო სკოლაში „მწვანე სკოლა“ და ფონდ თბილისის მოზარდთა სახლში.
შეხვედრების დროს პროექტის ავტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ჯოლოგუამ, მონაწილე პედაგოგებს გააცნო მედიაწიგნიერების კომპეტენციის სასკოლო განათლებაში ინტეგრირების ევროპული მიდგომების გამოცდილება.
პროექტის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრების მიზანია ქართული სკოლების მასწავლებლებისთვის მედიის წიგნიერების სასწავლო გეგმაში ინტეგრირების მნიშვნელობის, არსისა და ევროპული პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება.