4 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და უნივერსიტეტის დელეგაციამ ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ბატონ გარეტ უორდის უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა განიხილეს ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა და მომავლის გეგმები განათლების სფეროში კავშირების გაღრმავებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა; სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთი კარბაია და დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, სოფიო ბერიშვილი.
შეხვედრის შემდგომ, ელჩმა დაათვალიერა უნივერსიტეტის ისტორიული შენობა და სასწავლო ინფრასტრუქტურა.
