საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

18 ნოემბერი 2023

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები, ასევე დედოფლისწყაროს სასწავლო ცენტრ "სპექტრის“ აბიტურიენტები და ცენტრის დამფუძნებელი ნუნუ ცაკაშვილი. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს, ტრადიციულად, კამპუს ტური ჩაუტარდათ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.

 

შემდეგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 7 დეკემბერს, 16:00 საათზე, რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.