11 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, მელინე არაკელიანის საჯარო ლექცია: „დიპლომატია გამადიდებელი შუშის ქვეშ“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
ლექცია ეხებოდა დიპლომატიის როლს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროკავშირის მნიშვნელობასა და ნიდერლანდების გამოცდილებას ამ კონტექსტში.
ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს ჰქონდათ კითხვების დასმის შესაძლებლობა, რის შედეგადაც გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია.
