CU-ის პრეზიდენტის შეხვედრა გაეროს უნივერსიტეტის რექტორთან

1 აპრილი 2024

1 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, საქმიანი ვიზიტით იაპონიაში, ტოკიოში იმყოფება, სადაც გაეროს უნივერსიტეტის რექტორს, დოქტორ ტშიილიძი მარვალას შეხვდა.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე პროექტები, ასევე ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე. დოქტორმა ტშიილიძი მარვალამ აღნიშნა, რომ გაეროს უნივერსიტეტს სურვილი აქვს, საქართველოში და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შემოსვლის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სფეროს განვითარებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ დოქტორ ტშიილიძი მარვალას მიღებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, რომელსაც CU ყოველწლიურად გადასცემს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მეცნიერებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მათ მიერ განხორციელებული განსაკუთრებული საქმიანობისთვის.