CU-ის ელჩების მეოთხე ნაკადის შეხვედრა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

30 ოქტომბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსი, მერი ხვიჩია, CU-ის ელჩების მეოთხე ნაკადს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ.

 

კავკასიის უნივერსიტეტმა ელჩების მეოთხე ნაკადი 2026 წლის შემოდგომის სემესტრში მიიღო, შერჩეული სტუდენტები მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებასა და  ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში.

 

აღნიშნული შეხვედრა ელჩებისთვის იდეების გაზიარების, საინტერესო ინიციატივების განხილვისა და სამომავლო გეგმებზე საუბრის მორიგი შესაძლებლობა იყო. სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები, იმსჯელეს უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების განვითარებისა და ელჩების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

 

შეხვედრის ბოლოს ელჩებს სპეციალურად მათთვის დამზადებული CU-ის ჰუდები გადაეცათ.