საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

11 ივნისი 2022

11 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის, საბაკალავრო პროგრამებისა და იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც კავკასიის უნივერსიტეტი მათ სთავაზობს. 

 

ასევე, შეხვდნენ სკოლების დეკანებს და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

საინფორმაციო შეხვედრა ტრადიციულად კამპუს ტურით დასრულდა.