კავკასიის უნივერსიტეტში თანასწორობის კლუბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, დარიუს ვიტკაუსკასთან.
ელჩმა სტუდენტებს გაუზიარა ლიეტუვის გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანა ამ პროცესის შედეგად და რა ახალი შესაძლებლობები გაუჩნდათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, განვითარებისა და ახალი პერსპექტივების კუთხით.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა და სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
