შეხვედრა ,,დიპლომატ ჯორჯია’’-ს წარმომადგენლებთან

29 მარტი 2024

28 მარტს,  კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯია“-ს წარმომადგენლები.  „დიპლომატ ჯორჯია“ წარმოადგენს "Procter & Gamble" და "Nestle" ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

 

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს დიპლომატის სტაჟირების DG TIP პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 

  • ფინანსური ოპერაციები
  • გაყიდვების ანალიტიკა და რეპორტინგი
  • ლოგისტიკური ოპერაციები
  • ბიზნესის განვითარება
  • სავაჭრო მარკეტინგი
  • მარკეტინგი
  • ადამიანური რესურსები
  • შესყიდვები

 

შეხვედრას ორგანიზება გაუწია კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურმა.