კავკასიის უნივერსიტეტში, რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ გაიმართა, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სფეროს უახლესი ტენდენციების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რაც კონფერენციას კიდევ უფრო მეტ დატვირთვასა და მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო დონეზე.
საქართველოში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისა“ (SCSA) და „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ (IDI) ორგანიზებით უკვე მეხუთედ ჩატარდა, ხოლო მეორე წელია ღონისძიებას მხარდაჭერას ComCom - თან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი და „RIPE NCC” უწევენ. კონფერენციაში მონაწილეობას კიბერუსაფრთოების სფეროს ექსპერტები, ასევე, აკადემიური წრეების, სახელმწიფო სექტორის და ინდუსტრიის წარმომადგენლები იღებდნენ.
