თანამშრომლობის მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED)

17 მარტი 2023

17 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) შორის გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და  არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

 

მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეეწყობა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების/კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სტაჟირებით, პრაქტიკული სწავლებით ან დასაქმებით.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგიონული ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაარსდა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგი განეხორციელებინა.