კავკასიის უნივერსიტეტმა კომპანია LSG Solutions-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2 ნოემბერი 2026

28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და კომპანია LSG Solutions-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

LSG Solutions დიზაინისა და მენეჯმენტის კომპანიაა, რომელიც საქართველოში და რეგიონის მასშტაბით არქიტექტურის, ინჟინერიის, დიზაინისა და სამშენებლო მენეჯმენტის მიმართულებით პროექტებს ახორციელებს.

 

თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა სტუდენტებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის: ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ლექციების, მასტერკლასების, ვორკშოპებისა და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული პრაქტიკული სესიების მეშვეობით.