2 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და შპს აზროვნების აკადემიის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას, სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი შესაძლებლობების შექმნას, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებასა და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესებას. თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სტუდენტთა პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება, დარგობრივი ცოდნის გაფართოება და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.
