ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეული - მუსიკათერაპია და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა

23 მაისი 2023

23 მაისს,  ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა’’-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - მუსიკათერაპია და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.  ლექციას წარუძღვა ფსიქოლოგი, მუსიკოთერაპევტი - მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი.

 

მუსიკათერაპია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მიდგომაა, რომელიც თავისი მრავალრიცხოვანი დადებითი შედეგების გამო, სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს არის პრაქტიკაზე ორიენტირებული და მტკიცებულებებით გამყარებული დისციპლინა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მეცნიერების სხვადასხვა  დარგებთან, მათ შორის: მედიცინა, სოციალური მეცნიერებები, ფსიქოლოგია, მუსიკა, განათლება, ნეირომეცნიერებები და ანთროპოლოგია. მუსიკათერაპიის მიზანი ინდივიდების და ჯგუფების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა; ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური სფეროების გაუმჯობესებით და ამ სფეროებს შორის ჰარმონიული ფუნქციონირების მიღწევით, ინდივიდის და საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობის ხარისხის გაზრდაა.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.