პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ ის მენტორები

17 სექტემბერი 2025
გაიცანით პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ ის მენტორები!
 
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი იწყებს 10-კვირიან ინტენსიურ სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ ს, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით 50 მონაწილეს და მათ მიერ დაფუძნებულ ტექნოლოგიური სტარტაპებს!
 
მენტორები 10 კვირიანი პროგრამის ფარგლებში ჩართულები იქნებიან თემატურ სამუშაო სესიებში, რომლებიც მოიცავს სტარტაპის განვითარების ყველა მნიშვნელოვან ასპექტს: ტექნოლოგიებს, მარკეტინგს, ფინანსებს, პროდუქტის შექმნასა და ბიზნესის ზრდის სტრატეგიებს.
 
CUnicorn+ პროგრამის მენტორებს შორის არიან:
 
  • წარმატებული ანტრეპრენერები;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი სტარტაპების ექსპერტები;
  • ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მარკეტინგის სპეციალისტები;
  • სტარტაპ აქსელერაციის პროგრამების მენტორები;
  • კორპორატიული ლიდერები.
 
CUnicorn+ ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების წახალისებას, სტარტაპების სწრაფ განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას, ქმნის პრაქტიკულად ორიენტირებულ გარემოს ახალგაზრდა მეწარმეებისთვის.
 
პროგრამის კულმინაცია წარმოადგენს დემო დღეს, სადაც მონაწილეები წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს ჟიურის, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.
 
პროგრამის საპრიზო ფონდი - $10 000!
 
“ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით. აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს”.