კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA - National Association of International Educators) ყოველწლიურ გამოფენა-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა სამუშაო შეხვედრები როგორც არსებულ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, აგრეთვე ახალ პოტენციურ პარტნიორებთან, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გაცვლითი და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი ინიციატივებისა და ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელებაზე.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ორ უნივერსიტეტთან მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას.
საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA) ყოველწლიური გამოფენა-კონფერენცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას, ცნობადობისა და გლობალურ აკადემიურ სივრცეში პოზიციონირების ზრდას.
