NIBES-ის ყოველწლიური კონფერენცია

15 ივლისი 2021

 

12- 14 ივლისს, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, იოსებ ბერეკაშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა, ირენა მელუამ მონაწილეობა მიიღეს ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ქსელის, NIBES-ის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც  დისტანციურად გაიმართა. 

 

კონფერენციის მიზანი იყო ქსელის წევრ უნივერსიტეტებში სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომლობისათვის ახალი ერთობლივი პროექტების იდეების განხილვა და ინიცირება, ასევე წევრებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ახალი მიმართულებების იდენტიფიცირება.

 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა NIBES-ის ბიზნესის სესია, სადაც ქსელის წევრებმა მეორე ვადით აირჩიეს გენერალური მდივანი, თომას ქლიფი (Thomas Cleff), ფორცაიმის ბიზნესის სკოლის დეკანი (გერმანია). სესიაზე ასევ განიხილეს ახალი წევრების მიღების საკითხი და სხვა ორგანიზაციული საკითხები. 

 

კავკასიის უნივერსიტეტი NIBES-ის გლობალური ქსელის წევრია 2007 წლიდან. გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზაცია ხელს უწყობს  წევრ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ერთობლივი კვლევების, სტაჟირებებისა და სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებით.