კავკასიის უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „ძველი თბილისი, შენობებში აღბეჭდილი ისტორია“, შეხვედრას წარუძღვა ტელეწამყვანი და გიდი - ზურა ბალანჩივაძე.
ლექციის ფარგლებში, სპიკერმა განიხილა ძველი თბილისის არქიტექტორული მემკვიდრეობა და ის, თუ როგორ ასახავდა შენობა-ნაგებობები ქალაქის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების ჰარმონიულ თანაცხოვრებას.
ლექციის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქოდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
