კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურიერთობების დეპარტამენტი კავკასიის მედიცინის სკოლასთან ერთად აგრძელებს მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტებისათვის საორიენტაციო შეხვედრებს.
სესიები, რომლებიც შემოდგომის სემესტრში დაიწყო, მიზნად ისახავს ახლადჩარიცხული სტუდენტების დახმარებას აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციასა და უნივერსიტეტის საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
2025 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტს, ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამაზე, 10-ზე მეტი ქვეყნიდან შემოუერთდა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტი.
ტრადიციულად, საორიენტაციო შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, ასევე გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ სერვისებსა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობას. შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის მედიცინის სკოლის წარმომადგენლებიც, რომლებმაც სტუდენტებს გააცნეს ფაკულტეტის აკადემიური სტრუქტურა, სასწავლო პროცესები და მხარდაჭერის შესაძლებლობები. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც სტუდენტებს საშუალება მისცა, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ღონისძიება კამპუს ტურით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მოინახულეს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები.
მედიცინის პროგრამაზე მიღების პროცესი კვლავ მიმდინარეობს და ოქტომბერსა და ნოემბერში რამდენიმე დამატებითი საორიენტაციო შეხვედრაა დაგეგმილი.

 
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                    