4 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს კამპუსში უმასპინძლა.
სესიები, რომლებიც შემოდგომის სემესტრში დაიწყო, მიზნად ისახავს ახლად ჩარიცხული სტუდენტების დახმარებას აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციასა და უნივერსიტეტის საზოგადოებაში ინტეგრაციას.
2026 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტს, ინგლისურენოვან პროგრამებზე, 30-მდე მეტი ქვეყნიდან შემოუერთდნენ საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტები.
ტრადიციულად, საორიენტაციო შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, ასევე გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ სერვისებსა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობას. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტთა მომსახურეობის და მონიტორინგის დეპარტამენტის და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების წარმომადგენლები. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რამაც სტუდენტებს საშუალება მისცა, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ღონისძიება კამპუს ტურით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მოინახულეს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები.
ინგლისურენოვან პროგრამებზე მიღების პროცესი კვლავ მიმდინარეობს და ოქტომბერსა და ნოემბერში რამდენიმე დამატებითი საორიენტაციო შეხვედრაა დაგეგმილი.
