პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

22 დეკემბერი 2025

22 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ტოკათის გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტის, თურქეთი, წარმომადგენელს ერაზმუს+ ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში უმასპინძლა. 

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. ასევე, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა კავკასიის განათლების სკოლის დეკანთან, ნინო უძილაურთან და ასევე, ამავე სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორთან, სალომე ჩიტორელიძესთან. 

 

აღსანიშნავია უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.