კავკასიის უნივერსიტეტსა და რაინ-მაინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს, გერმანია, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
რაინ-მაინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი 1971 წლიდან ფუნქციონირებს ქალაქ ვისბადენსა და რუსელსჰაიმში და გერმანიის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფო გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს წარმოადგენს. უნივერსიტეტი გამოირჩევა პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით, გამოყენებითი კვლევებითა და ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი 2022/23 სასწავლო წლიდან ფლობს გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემურ აკრედიტაციას (System Accreditation), რაც ადასტურებს მისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ხარისხის მართვის მაღალი სტანდარტების შესაბამისობას.
აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის ბიზნესის, ეკონომიკისა და სამართლის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამით პარტნიორ უნივიერსიტეტში.
