თანამშრომლობა რუმინეთის უნივერსიტეტებთან

25 აპრილი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებილი პროფესორი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი გურანდა ჭელიძე, Erasmus+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 15-19 აპრილს იმყოფებოდა ბუქარესტში, პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო მმართველობის ეროვნულ უნივერსიტეტში.

 

ვიზიტის ფარგლებში გურანდა ჭელიძემ პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის წაიკითხა სალექციო კურსი „ევროინტეგრაციული პროცესები საქართველოში“, ფაკულტეტის პროფესორებთან შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

 

გურანდა ჭელიძე ასევე სტუმრობდა ბუქარესტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, იმსჯელეს ორი უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სამომავლო პერსპექტივების შესახებ.