პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

8 ივლისი 2026

6 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა გერმანიის ბრემენის კონსტრუქტორ უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების ინოვაციების ობსერვატორიის ხელმძღვანელს, ისაკ ფრუმინს. 

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. აღსანიშნავია უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი გერმანიის 25-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს და სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გრძელვადიან და მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს.