საორიენტაციო შეხვედრა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის

23 ივლისი 2026

21-22 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საორიენტაციო შეხვედრები გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის.

 

2026 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს ბილატერალურ საერთაშორისო და Erasmus+ გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრებიან უნივერსიტეტის პარტნიორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში შემდეგ ქვეყნებში: აშშ, საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, თურქეთი, ბულგარეთი.

 

შეხვედრების მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მობილობის პროცესთან დაკავშირებული გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, მათ შორის, გამგზავრებისათვის საჭირო პროცედურებზე და გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდგომ განსახორციელებელ ადმინისტრაციულ და აკადემიურ პროცედურებზე, რაც სტუდენტებს მობილობის პერიოდის წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება.