CU-ის აკადემიური პერსონალის თარგმანების პრეზენტაცია

29 მარტი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“ - CU-ის აკადემიური პერსონალის თარგმანები გამომცემლობა "საგა"-ში - პრეზენტაცია გაიმართა.  

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ის წიგნები, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა - ცისანა ბიბილეიშვილმა, ნათია დათუაშვილმა, ქეთი ნიკოლაძემ და ირინა გეგეჭკორმა, გამომცემლობა „საგა“-თან თანამშრომლობით, ფრანგული და გერმანული ენებიდან თარგმნეს.

 

წიგნების წარდგენას თან ახლდა საინტერესო დისკუსია მთარგმნელობითი საქმის დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ  თანამედროვე კონტექსტში.